ბერძნული მედიის ცნობით, თესალონიკის აეროპორტის საპირფარეშოში ადამიანების ფარულად გადაღების ბრალდებით გერმანიის მოქალაქე, 43 წლის მამაკაცი დააკავეს
თესალონიკის აეროპორტის საპირფარეშოში ადამიანების ფარულად გადაღების ბრალდებით გერმანიის მოქალაქე, 43 წლის მამაკაცი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მის დაკავებას წინ ერთ-ერთი მგზავრის საჩივარი უძღოდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მის შვილს საპირფარეშოში ვიდეო უკანონოდ გადაუღეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ტელეფონი შეამოწმეს და რამდენიმე უკანონოდ გადაღებული ვიდეო აღმოაჩინეს.
მამაკაცი თესალონიკის პროკურატურაში გადაიყვანეს და ბრალი წაუყენეს ადამიანების პირადი საქმიანობის ფარულად გადაღებისთვის, რაც საბერძნეთის კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.