ბერძნული მედია - საბერძნეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ
ბერძნული მედია - საბერძნეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ

საბერძნეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

გამოცემა Kathimerini-ს ინფორმაციით, რუსი დიპლომატების სამიზნე საბერძნეთსა და მაკედონიას შორის სახელმწიფოს სახელწოდებაზე არსებული ხანგრძლივი უთანხმოება გახდა. მოლაპარაკებების შედეგად, ორმა სახელწმიფომ შეთანხმებას მიაღწია და ოფიციალურად დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა დაერქმევა.

ათენის წინააღმდეგობის საფუძველი ის ფაქტი იყო, რომ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ეწოდება.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ რუს დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საბერძნეთის გადაწყვეტილებას ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებენ.