ბერძნული დერბი „პანათინაიკოსის“ გამარჯვებით დასრულდა
ბერძნული დერბი „პანათინაიკოსის“ გამარჯვებით დასრულდა

საკალათბურთო ევროლიგის მეექვსე ტურის, ერთერთი ცენტრალური მატჩი, პირეოსში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ოლიმპიაკოსმა“ ათენის „პანათინაიკოსი“ მიიღო.

ტრადიციული და პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება, ამჯერად ათენელთა გამარჯვებით დასრულდა. სტუმრებმა, სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მეტოქე, პრაქტკულად მთელი მატჩი მდევრის როლში იყო.

დაბალ შედეგიანი შეხვედრის პირველი ტაიმი, „პაომ“ 35-30 მოიგო. მესამე მეოთხედში, „ოლიმპიაკოსმა“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შემაცირა, თუმცა დასკვნითი ათწუთიანი მონაკვეთი, „პანათინაიკოსმა“ კვლავ მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ 70-62 გაიმარჯვა.

ხავი პასკუალეს გუნდში, საუკეთესო მაჩვენებელი ჯეიმს გისტს ჰქონდა. ამერიკელმა ფორვარდმა: 15 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა. 14 ქულა მოიპოვა, ლიტველმა, ლუკას ლეკავიჩუსმა, ხოლო კეისი რივერსის მონაგარმა 12 ქულა შეადგინა. პირეოსელთა შორის, 18 ქულით, ლატვიელი უკანახაზელი, იანის სტრელნიეკსი გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ „პანათინაიკოსმა“ მთავარი მეტოქე, ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა და ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაზე, სატურნირო ცხრილში მე-9-ე ადგილზე გადაინაცვლა.

გუშინვე, კიდევ ერთ შეხვედრაში, ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, სტამბოლის „ფენერბახჩემ“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გერმანული „ბროზე“ სტუმრად, დიდი სხვაობით, ანგარიშით 80-57 დაამარცხა.