ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ნახევარფინალშია. 18 წლის ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში რუმინელი დენის მიჰაი ბოლო წამზე აღებული ქულით 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში თურქ შაქირს შეხვდება.
ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს, 18:30 საათზე გაიმართება, ხოლო ფინალური ბლოკი ხვალ, 19 სექტემბერს ჩატარდება.
ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.