ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ოთხმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ვახტანგ ლოლუა (55კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ფალავანმა პლანეტის პირველობის მეოთხედფინალში რუსი ემინ სეფერშაევი 6-2 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ლოლუა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
პირველ საჭიდაო დღეს ფინალისტები 55, 60, 77 და 82კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
ასტანაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:00 საათზე დაიწყება.