ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT

იტალიაში დასრულებულ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი მოიგეს კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ.

72 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე რუსიტაშვილმა რუსი იან ზიანკო (3:0), ბულგარელი სერგეი სტოევი (1:1) და უკრაინელი ანატოლი პასნაკი (4:0) დაამარცხა, დღეს ფინალში კი სომეხ გასპარ ტერტერიანს სძლია.

ჩვენმა გუნდმა სამი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.