ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ასპარეზობდა.
რამაზ ზოიძე (67 კგ) ტურნირის მერვედფინალში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან უშანსოდ, 1:12 დამარცხდა. ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ ყირგიზი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებდა, მაგრამ ისმაილოვი მეოთხედფინალში უკრაინელ სპორტსმენთან დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამაზ ზოიძე ოლიმპიადას გამოეთიშა.