ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ოთხი ქართველი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს წინასწარი შეხვედრები ხუთმა ქართველმა ფალავანმა ჩაატარა, რომელთაგანაც ამირან შავაძე (60კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ), იური ლომაძე (72კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.
გიორგი მელია (97კგ) მერვედფინალურ ეტაპზე უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა. ამ წონით კატეგორიებში დღეს საღამოს ნახევარფინალები გაიმართება, მედლები კი 13 აპრილს გათამაშება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე ფინალურ ბლოკში რამაზ ზოიძე (77კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, 17 წლის ვახტანგ ლოლუა კი მისთვის სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.