ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ცოფურაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ცოფურაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ორმა ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზემ, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს დღემდე უკვე მოპოვებული ჰქონდა ოთხი მედალი – გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67 კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძეც (82 კგ). 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ექვსი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.