ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გამომსვლელი სამივე ქართველი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გამომსვლელი სამივე ქართველი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ლერი აბულაძემ (63კგ), ჯონი ხეცურიანმა (67კგ) და ლაშა გობაძემ (87კგ) პირველივე დაპირისპირებები დათმეს.

მათ მედლის მოპოვების შანსი მაინც რჩებათ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათი დამმარცხებლები ფინალში  გავლენ.

დღესვე, გუშინდელი წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება, სადაც ორი ქართველი ამირან შავაძე (60კგ) და გიორგი მელია (97კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. 18 წლის ვახტანგ ლოლუამ (55კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, გელა ბოლქვაძემ (82კგ) – ვერცხლი.