ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მეორე ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში – გელა ბოლქვაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

19:20, 18.09.2025

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელი იოშიდა 8:5 დაამარცხა და 18 წლის ვახტანგ ლოლუას 55 კგ) მსგავსად, ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროსთვის იბრძოლებს.

ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

მსგავსი