ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ჩხიკვაძე და ბოლქვაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი იური ლომაძე (72 კგ) ფინალში იჭიდავებს.
ჩვენმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქი არსლანი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ ჰასანს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ გელა ბოლქვაძე (82 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ).
დღესვე ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ფალავანი – ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ფრიდონ აბულაძე (63 კგ) კი – ბრინჯაოსთვის.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.