ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლოლუა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ალადაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში გავიდა – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში ნიდერლანდელი ლაუინა 8:0 დაამარცხა და 21 აგვისტოს ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვს შეხვდება.
ნახევარფინალში დამარცხდა მეორე ქართველი, გიორგი ალადაშვილი (71 კგ) – იგი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
იორდანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იმართება, შემდეგ კი გამარჯვებულები ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში გამოვლინდებიან.