ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ასპარეზობს. 87 კგ-ში მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა ლაშა გობაძემ, რომელმაც ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაძაბულ ბრძოლაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველის მეტოქე ნახევარფინალის საგზურისთვის ბულგარელი სემენ ნოვიკოვი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.