ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ხოზრევანიძე, მიქელაძე და ბოლქვაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველები, ანრი ხოზრევანიძე (63 კგ) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და 3 აგვისტოს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ხოზრევანიძემ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოჭიდავე რუსეთის ნაკრების წევრ ერზუ ზაკრიესთან წააგო, ხოლო მიქელაძე ირანელ ალირეზა აბდევალისთან დამარცხდა.
მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) 3 აგვისტოს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება.