ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჯონი ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჯონი ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა (67კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში თურქი მურატ ფირატი 3:1 დაამარცხა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გელა ბოლქვაძე, რომელიც სომეხ სამველ გრიგორიანს შეხვდება.

კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს.