ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი კოჩალიძე და თორნიკე მიქელაძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი კოჩალიძე და თორნიკე მიქელაძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან #1TVSPORT

სერბეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი ქართველი ფალავანი – გიორგი კოჩალიძე (60კგ) და თორნიკე მიქელაძე (82კგ) ფინალში იასპარეზებენ. კოჩალიძემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვს 3:2 მოუგო და ხვალ, 15 მარტს ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანს დაუპირისპირდება.

მიქელაძემ კი ფინალში გადასასვლელად რუსი გაზმატ გაჯიევი 3:1 დაამარცხა. ფინალურ ბლოკში ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი ელმინ ალიევი იქნება.

რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს ლუკა გაბისონიას (97 კგ).