ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - დღეს ხუთი ქართველი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - დღეს ხუთი ქართველი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს.

55 კგ – ნუგზარ წურწუმია

60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი

63 კგ – ლერი აბულაძე

67 კგ – ჯონი ხეცურიანი

72 კგ – შმაგი ბოლქვაძე

77 კგ – საჩინო დავითაია

82 კგ – აივენგო რიკაძე

87 კგ – თორნიკე ძამაშვილი

97 კგ – გიორგი მელია

130 კგ – იაკობ ქაჯაია

ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს 55-63-77-87-130 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოჭიდავეები გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ორი დღის წინ დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის პირველობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დატოვე კომენტარი