ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - დღეს ხუთი ქართველი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება #1TVSPORT
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს.
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე
77 კგ – საჩინო დავითაია
82 კგ – აივენგო რიკაძე
87 კგ – თორნიკე ძამაშვილი
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – იაკობ ქაჯაია
ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს 55-63-77-87-130 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოჭიდავეები გამოვლენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ორი დღის წინ დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის პირველობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.