ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ანრი ფუტკარაძე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ანრი ფუტკარაძე (77 კგ) ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ფინელი ვიკე ერიკ ტარკიო 9-1 დაამარცხა და ხვალ, 1 ივლისს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.