ბერძნებმა კოსოვო ვერ დაამარცხეს - საქართველოს ჯგუფში ესპანეთი დაწინაურდა #1TVSPORT
ბერძნებმა კოსოვო ვერ დაამარცხეს - საქართველოს ჯგუფში ესპანეთი დაწინაურდა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს, მე-5 ტურის შეხვედრა პრიშტინაშიც გაიმართა – კოსოვოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა.

ფადილ ვოკრი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 45+1-ე წუთზე მასპინძელთა კარი ანასტასიოს დუვიკასმა აიღო. კოსოვოელებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს და 90+2-ე წუთზე ვედატ მურიქიმ წონასწორობა მაინც აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

5 ტურის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ” ჯგუფის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

ბ ჯგუფი

1. ესპანეთი 5 10

2. შვედეთი 3 9

3. კოსოვო 4 4

4. საბერძნეთი 3 3

5. საქართველო 5 1

უახლოესი მატჩების განრიგი:

08/09/2021

კოსოვო – ესპანეთი

საბერძნეთი – შვედეთი

09/10/2021

შვედეთი – კოსოვო

საქართველო – საბერძნეთი