ბერდან ოზთურქი - საქართველოს მსგავსი პრობლემის გამოვლენისას, სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში არ გადადგმულა იგივე ნაბიჯები, არჩევითი მიდგომები აჩენს საფრთხეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულად ვიყოთ აღქმული
ბერდან ოზთურქი - საქართველოს მსგავსი პრობლემის გამოვლენისას, სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში არ გადადგმულა იგივე ნაბიჯები, არჩევითი მიდგომები აჩენს საფრთხეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულად ვიყოთ აღქმული

სხვა წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში, საქართველოს მსგავსი პრობლემის გამოვლენისას, არ იყო გადადგმული იგივე ნაბიჯები. არჩევითი მიდგომები აზიანებს ჩვენს სანდოობას და აჩენს საფრთხეს, რომ ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებულად ვიყოთ აღქმული, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატებზე „გართიანებული ევროპელი მემარცხენეების“ წევრმა, ​ბერდან ოზთურქმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ერთადერთი პრინციპული გზა არის დაყრდნობა ერთობლივ პროცედურებზე, რომელიც შექმნილია კომიტეტსა და ასამბლეას შორის.

„გასულ ოქტომბერს საქართველოში გამართულ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო-დან, გამოავლინეს სერიოზული დარღვევები, ისეთი, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა ამომრჩევლებზე, ამომრჩევლების მოსყიდვა და სუსტი ზედამხედველობა. ამასთან, ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებული მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა არჩევნების შედეგს. ამ მიზეზით არჩვენების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებას მხრიდან არ გამხდარა სადავო. მიუხედავად ამისა, ამ ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პირობები და შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს დელეგაციას. ამის შემდეგ მალევე, საქართველოს დელეგაციამ გადაწყვიტა, შეაჩეროს მონაწილეობა ამ ასამბლეაში. ეს არის პარადოქსი, რადგან საქართველო აგრძელებს მონაწილეობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში, მაშინ, როდესაც არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის წევრები ამ პალატში არ არიან წარმოდგენილი. ეს დისბალანსი ძირს უთხრის წესდების სიზუსტეს და გვართმევს ჩვენ საჭირო ფორუმს დიალოგისთვის.

ჩვენ ასევე უნდა დავრჩეთ თანმიმდევრულებიც, რადგან სხვა წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში საქართველოს მსგავსი პრობლემის გამოვლენისას, არ იყო გადადგმული იგივე ნაბიჯები. არჩევითი მიდგომები აზიანებს ჩვენს სანდოობას და აჩენს საფრთხეს, რომ ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებულად ვიყოთ აღქმული. ერთადერთი პრინციპული გზა არის დაყრდნობა ერთობლივ პროცედურებზე, რომელიც შექმნილია კომიტეტსა და ასამბლეას შორის. ამ პროცედურის სამართლიანი და თანმიმდევრული გამოყენება არის საუკეთესო გარანტია, რომ ჩვენი პასუხი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მოემსახურება სადამფუძნებლო ღირებულებებს“, – განაცხადა ბერდან ოზთურქმა.