ბექჰემს თავის კლუბში კრიშტიანო რონალდოს მიწვევა სურს #1TVSPORT
ბექჰემს თავის კლუბში კრიშტიანო რონალდოს მიწვევა სურს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდით კრიშტიანო რონალდოთი MLS-ის კლუბი „ინტერ მაიამია“ დაინტერესებული. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Todo Fichajes წერს, 36 წლის პორტუგალიელის პირადად მიწვევას ფლორიდული კლუბის მფლობელი დევიდ ბექჰემი აპირებს.

რონალდოს კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება და ბექჰემს სურს დაარწმუნოს პორტუგალიელი „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე. კრიშტიანოს მიმართ დაინტერესებას ასევე „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე „ინტერ მაიამი“ ცდილობდა ლიონელ მესის გადაბირებას, მაგრამ არგენტინელმა ტრანსფერზე უარი გაანაცხადა.

დატოვე კომენტარი