მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავები – დევიდ ბექჰემი და რონალდო საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის ჩატარებას აპირებენ, რათა შეაგროვონ თანხა კორონავირუსთან მებძოლი ექიმების მხარდასაჭერად. ყოფილმა ფეხბურთელებმა ამგვარი შესაძლებლობა „ინსტაგრამში” პირდაპირი ეთერისას განიხილეს.
„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, – თქვა ბექჰემმა. – უნდა შევაგროვოთ, რაც შეიძლება მეტი თანხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვების გადასარჩენად ყოველდღე მუშაობენ“.
კერძოდ, ბექჰემი და რონალდო აპირებენ საქველმოქმედო მატჩი მოაწყოს იმ კლუბებს შორის, რომელთაც მფლობელებიც თავად არიან – „ინტერ მაიამი“ „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ.