ბექჰემი და მესი ცდილობენ, რომ მოდრიჩმა „ინტერ მაიამიში“ ითამაშოს #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის და კლუბის თანამფლობელს, დევიდ ბექჰემს სურთ, რომ „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გადაიბირონ.
„მოდრიჩმა ამერიკული კლუბებისგან არაერთი შეთავაზება მიიღო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლუკას ტრანსფერით უშუალოდ არიან დაინტერესებული ლიონელ მესი და დევიდ ბექჰემი. ამ უკანასკნელს მოდრიჩი უკვე შეხვდა, მათ ერთად ისადილეს და ეს საკითხი განიხილეს. მოდრიჩს წინადადებით საუდის არაბეთის კლუბმაც მიმართა, მაგრამ მას მადრიდში დარჩენა სურს“, – განაცხადა მოდრიჩის მეგობარმა და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.