ბელგიაში კარიერას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გააგრძელებს. საქართველოს პირველმა არხმა შეიტყო, რომ ფირსტ დივიზიონის „ლომელთან“ ორწლიანი კონტრაქტი ბექა ვაჩიბერაძემ გააფორმა.
ლატვიური „რიგასის“ 22 წლის ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს შეუერთდა და „ლომელს“ ჰოლანდიაში დაგეგმილ წინასასეზონო შეკრებაზე გაჰყვება.
ვაჩიბერაძე 14 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა. დონეცკის „შახტარის“ აკადემიის გაზრდილმა იუნიორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ბოლოს ახალგაზრდული ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც კაპიტნად აირჩიეს.
მაგრამ ბექამ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება და საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ახალ ფიფაში მისთვის საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის საკითხი განიხილება.