ვაჩიბერაძის სადებიუტი გოლი [ვიდეო]
ვაჩიბერაძის სადებიუტი გოლი [ვიდეო]

ბელგიურ „ლომელში“ ქართველმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ გოლი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ლატვიური „რიგასის“ გადასულმა ქართველმა ლეგიონერმა ეს „ლომელისა“ და „სენტ-ტრუიდენის“ ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა.

„ლომელმა“ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ვაჩიბერაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და და 31-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 83-ე წუთზე კი შეცვალეს.


შეგახსენებთ, რომ ახალ ფიფაში ბექას საკითხი განიხილება. 23 წლის ქართველს საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა სურს, მაგრამ იურიდიულ ბარიერს წააწყდა. ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხის დასაჩქარებლად ფიფას ახლახანს კიდევ ერთხელ მიმართა.