ბექა ოდიშარიამ ინტერნაციონალური მაარიფის თბილისის ახალი სკოლის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ბექა ოდიშარიამ ინტერნაციონალური მაარიფის თბილისის ახალი სკოლის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ინტერნაციონალური მაარიფის თბილისის ახალი სკოლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ბექა ოდიშარიამ დამსწრე საზოგადოებას, თურქეთის მაარიფის ფონდის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სკოლის გახსნა მიულოცა.

„განათლებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რომელიც სწორი განათლების მიცემას და კვალიფიციური ახალგაზრდების აღზრდას გულისხმობს. საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ფუნქციონირება ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები“ საქართველოში თურქეთის სახელმწიფოს ეგიდით მაარიფის საერთაშორისო ფონდის ბაზაზე დაარსდა. ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობას 67 ქვეყანაში ეწევა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, თურქეთის განათლების მინისტრის მოადგილე ომარ ფარუქ გიელქენჯი, სტამბოლის მაჟორიტარი დეპუტატი თუუბა იშიქ ერჯანი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, მაარიფის ფონდის თავმჯდომარე ბიროლ აქგუნი, საქართველოში მაარიფის ფონდის ხელმძღვანელი ალი სედათ ასლანი, დიპლომატიური კორპუსის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საერთაშორისო ფონდების, უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო წრეების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.