ბექა ოდიშარიამ დავით ხაჯიშვილს მიმართა - ბრიტანეთის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყო მეორე, რომელიც ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, თქვენ რატომ არ წამოხვედით, შეგეშინდათ?
ბექა ოდიშარიამ დავით ხაჯიშვილს მიმართა - ბრიტანეთის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყო მეორე, რომელიც ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, თქვენ რატომ არ წამოხვედით, შეგეშინდათ?

ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო იმ დელეგაციაში მონაწილეობა, რომელიც ბუჩასა და ირპენში ჩავიდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც „ქართული ოცნება“ უფრო მცირე ვიყავით წარმომადგენლობით და მივეცით სხვებს წამოსვლის შესაძლებლობა, თქვენ რატომ არ წამოხვედით? შეგეშინდათ? – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით ხაჯიშვილს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, სადაც ხაჯიშვილმა ილია დარჩიაშვილს დაუსვა კითხვა, რატომ არ ჩადის უკრაინაში?

ოდიშარიას თქმით, ბრიტანეთის შემდეგ საქართველოს დელეგაცია იყო მეორე, რომელიც ბუჩასა და ირპენში ჩავიდა.

„მინდა, დავით ხაჯიშვილს მივმართო რიტორიკული შეკითხვით, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით რიგით მეორე საპარლამენტო დელეგაცია ბრიტანეთის შემდეგ, რომელიც ჩავიდოდა ბუჩასა და ირპენში. ამისთვის გამოიყო ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლება იყო აღფრთოვანებული. ჯერ კიდევ ირპენსა და ბუჩას ცეცხლი ეკიდა. ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ამ დელეგაციაში, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც „ქართული ოცნება“ უფრო მცირენი ვიყავით წარმომადგენლობით და მივეცით სხვებს წამოსვლის შესაძლებლობა, თქვენ რატომ არ წამოხვედით? შეგეშინდათ?“ – განაცხადა ოდიშარიამ.