ბექა ოდიშარია - უკრაინისთვის გავცემთ მაქსიმალურ დახმარებას, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დანილოვის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის მიუღებელია
ბექა ოდიშარია - უკრაინისთვის გავცემთ მაქსიმალურ დახმარებას, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დანილოვის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შეფასებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია.

მისივე თქმით, უკრაინისთვის საქართველო გასცემს მაქსიმალურ დახმარებას, როგორც საერთაშორისო პლატფორმების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია ეს ჟესტი. ვფიქრობ, ძალიან რთულია, რაიმე ჩარჩო მოუძებნო. მესმის, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ალბათ წინდახედულობა და თავდაჭერილობა მართებს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს მისი ქვეყანა, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, უკრაინისთვის ჩვენ გავცემთ მაქსიმალურ დახმარებას, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ასეთი ტიპის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.