ბექა ოდიშარია - სხვადასხვა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდა გაფრენა? ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ, დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ
ბექა ოდიშარია - სხვადასხვა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდა გაფრენა? ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ, დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ

პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ, დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია სტრასბურგში, პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის გამგზავრებასთან დაკავშირებით.

ოდიშარიას თქმით, „დეპუტატებს როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ დადიან“.

მთავრობამ პრეზიდენტს მეორე დღესვე დადებითი პასუხი გასცა, ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ხელი არავის შეუშლია პრეზიდენტისთვის და მისი თანმხლები პირებისთვის, გამგზავრებულიყვნენ სტრასბურგში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„მთავრობაში როდესაც წერილი შედის და მეორე დღეს ხდება დადებითი პასუხის გაცემა, ვფიქრობ, ფაქტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის და მისი თანმხლები პირებისთვის, რომ გამგზავრებულიყვნენ სტრასბურგში. მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ წერილის მიღებისთანავე, მეორე დღესვე დადებითი პასუხი გასცა პრეზიდენტს. ვფიქრობ, აქ ყველაფერი კომენტარის გარეშეც ნათელია.

ვერ ვხდები, პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების წასვლა რას ნიშნავს? კაცი რომ ყოფილიყო? წავიდნენ, 17 აპრილს არ არის გამოსვლა? წაბრძანდნენ. პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა, ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ. დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ. აგერ, ვიქენდებზე დადიან და რიგგარეშე სხდომის საკითხი ჩაშალეს. როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც. რას წუხან, ვერ გავიგე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.