ბექა ოდიშარია - სააკაშვილი პარტიის ბორდის წევრი იქნება თუ თავმჯდომარე, არაფერს ნიშნავს, მას ერთი სული აქვს, გამოვიდეს და „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს წააწყვიტოს თავი
ბექა ოდიშარია - სააკაშვილი პარტიის ბორდის წევრი იქნება თუ თავმჯდომარე, არაფერს ნიშნავს, მას ერთი სული აქვს, გამოვიდეს და „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს წააწყვიტოს თავი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის ბორდის წევრი იქნება თუ თავმჯდომარე, ეს არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს და იმ ადამიანებს კისრები წააწყვიტოს, ვინც ახლა არიან „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში.

„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი სავსეა ბოღმით, რადგან ჯერ – ნიკა მელიამ, ახლა ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან ვერ გამოიხსნეს. ვერ ხვდება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანონი და სამართალი არსებობს. ის სასჯელს სწორედ ამ ორი საფუძვლით იხდის. სააკაშვილისთვის ყველაფერი სულერთია, ოღონდ იყოს ისევ ისეთი ტირანი, როგორც აქამდე იყო და ქვა-ქვაზე ნუ დარჩება ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს, სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდს.