ბექა ოდიშარია - პოლიტიკოსების მთავარი იარაღი უნდა იყოს დიალოგი, ერთმანეთისთვის ულტიმატუმების წაყენება არ უნდა ახასიათებდეს სოლიდურ პოლიტიკოსს
ბექა ოდიშარია - პოლიტიკოსების მთავარი იარაღი უნდა იყოს დიალოგი, ერთმანეთისთვის ულტიმატუმების წაყენება არ უნდა ახასიათებდეს სოლიდურ პოლიტიკოსს

მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანები არიან პოლიტიკაში, მათი მთავარი იარაღი უნდა იყოს დიალოგი, ერთმანეთისათვის ულტიმატუმების წაყენება არ უნდა ახასიათებდეს სოლიდურ პოლიტიკოსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი თვის ბოლოსთვის იგეგმება.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადეს, თვის ბოლოს იგეგმება მორიგი, რიგით მეხუთე რაუნდი. ჩვენ უკვე გვაქვს მიწოდებული წინადადება ამ დიალოგის მხარეებისთვის. ჩვენი წინადადების მიხედვით, მკვეთრად იკლო მაჟორიტარულმა წარმომადგენლობამ, მომავალ პარლამენტში ის შემცირებულია და გაზრდილია პროპორციული. ალბათ, ყველას გესმით, რასაც ნიშნავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯია. დაველოდებით დიალოგის მხარეების პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანები არიან პოლიტიკაში, მათი მთავარი იარაღი უნდა იყოს დიალოგი, მოლაპარაკებების მაგიდა. ერთმანეთისთვის ულტიმატუმების წაყენება და უსაგნოდ დიალოგის შეწყვეტა, ვფიქრობ, რომ არ უნდა ახასიათებდეს სოლიდურ პოლიტიკოსს“,- განაცხადა ოდიშარიამ.