ბექა ოდიშარია - „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა
ბექა ოდიშარია - „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება მახსენებს ბავშვობის თამაშს – რათა ორი? – მაშ, რამდენი? – ოთხი. მე უკვე ოთხი მყავს დათვლილი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება მახსენებს ბავშვობის თამაშს – რათა ორი? – მაშ, რამდენი? – ოთხი. მე უკვე ოთხი მყავს დათვლილი. მაგალითად, აგერ ერთი კაცი სალაშქროდ გაემგზავრა წალენჯიხაში თავისი მომხრეების დასაცავად; მეორე, რომელიც მიშა სააკაშვილის ორპალატიანი ლუქსიდან დახსნას აპირებდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მელიას ბანაკი აქვს დაცემული ცალკე, ხაბეიშვილს, მგონი, საერთოდ არეული აქვს ორიენტაცია, ვის ებრძვის, რას ებრძვის და იმხელა ოფისში მარტოა დარჩენილი. ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.