ბექა ოდიშარია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, სასამართლო რკინის არტახებში გვყავს ჩამწყვდეული, შეგვიძლია, მოსამართლეები ამერიკაშიც არ გავუშვათ, ეს მათი სტილია და თავისკენ მოიკითხონ
ბექა ოდიშარია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, სასამართლო რკინის არტახებში გვყავს ჩამწყვდეული, შეგვიძლია, მოსამართლეები ამერიკაშიც არ გავუშვათ, ეს მათი სტილია და თავისკენ მოიკითხონ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, როგორც მათ დროს იყო, სასამართლო რკინის არტახებში გვყავს ჩამწყვდეული, შეგვიძლია, მოსამართლეები ამერიკაშიც არ გავუშვათ, ეს მათი სტილია და თავისკენ მოიკითხონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზეწოლაზე იმიტომ საუბრობს, რომ მათ მოსამართლეებთან ურთიერთობა სხვანაირად არ წარმოუდგენიათ.

„არსებობს ანდაზა: „ყველა ადამიანი თავისი გარყვნილების მიხედვით განსჯის“. მათ არ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, ეს ადამიანები კოლეგიალურ სოლიდარობას გამოხატავდნენ, მეგობრობდნენ და უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ იმის გამო, რომ მათი კოლეგები დასანქცირებულები არიან; იზიარებდნენ მათ პოზიციას, რომ ეს ყველაფერი მოკლებულია გარემოებებს, ფაქტებს, დასაბუთებას და, შესაბამისად, ეს მათაც ეხამუშებათ, უსამართლოდ ეჩვენებათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ შეუძლია, ადამიანური ფაქტორები აღიქვას? მათ ჰგონიათ, როგორც მათ დროს იყო, რკინის არტახებში გვყავს ჩამწყვდეული სასამართლო და შეგვიძლია, მოსამართლეები ამერიკაშიც არ გავუშვათ, ან შეიძლება სახლშიც საჭიროების შემთხვევაში. ეს მათი სტილია და თავისკენ მოიკითხონ. ეს აღარ არის, მორჩა, დამთავრდა. „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლოს რეიტინგი დადებითია, მაშინ როცა 2012 წლამდე მუდმივად უარყოფითი იყო“, – განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც ცნობილია, აშშ-ში 22-30 აპრილს დაგეგმილ ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტზე სამმა მოსამართლემ უარი თქვა.