დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია კრწანისის რაიონის №65 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კრწანისის ქუჩაზე საკალათბურთო მოედნის კეთილმოწყობის საკითხს. მაჟორიტარი დეპუტატი ახალგაზრდებს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსწავლეების თხოვნა გათვალისწინებული იქნება და შესაბამის ტერიტორიაზე განახლებული სპორტული მოედანი მოეწყობა.