ბექა ოდიშარია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „პიონერ ფილმის“ ხელმძღვანელს, გრიგოლ ჩიგოგიძეს შეხვდა
ბექა ოდიშარია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „პიონერ ფილმის“ ხელმძღვანელს, გრიგოლ ჩიგოგიძეს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „პიონერ ფილმის“ ხელმძღვანელს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, გრიგოლ ჩიგოგიძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა. გადაწყდა ერთობლივი პროექტების განხორციელება დიასპორისა და კავკასიის თემატიკაზე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობით.

ამასთან, დაიგეგმა იმერეთის რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდების ვიზიტი და ექსკურსია საქართველოს პარლამენტის სასახლეში, რათა უკეთ გაეცნონ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და ზოგადად პარლამენტის საქმიანობას.