ბექა ოდიშარია - მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მანდატების დატოვებაზე მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება
ბექა ოდიშარია - მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მანდატების დატოვებაზე მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება

მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც ალბათ მათი მხრიდან მანდატების დატოვებასთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა გამოაცხადეს.

ოდიშარიას თქმით, სჯობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცენტები გადაიტანონ იმ პროცესებზე, რაც პარტიაში მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს, ოპოზიციონერი კოლეგები აპირებდნენ შიმშილობის აქციის წამოწყებას. გვახსოვს, წინა შემთხვევაში ეს აქცია ხანმოკლე იყო, დაახლოებით ამავე მოთხოვნით. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კომპესირება, რომელიც ალბათ მათი მხრიდან მანდატების დატოვებასთან იყო დაკავშირებული. დღეს მათ პარტიაში უმძიმესი მდგომარეობაა. კრილოვის იგავივითაა, ერთი ალთას მიექაჩება, მეორე – ბალთას. ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერიზი აქვთ გადასალახი. 29 იანვრამდე ხომ უნდა მიიტანონ სული და შეინახონ ძალები. მით უმეტეს, მოშიმშილეებს შორისაც სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერები არიან. სჯობს, აქცენტები გადაიტანონ პროცესებზე, რაც პარტიაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.