ბექა ოდიშარია - „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა
ბექა ოდიშარია - „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა

ლექსი „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ალბათ ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ კუბოში უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, „ლევან ხაბეიშვილის გაქანება სხვა არაფერია, ის ვერასოდეს იქნება შემკრები“.

„არიან ადამიანები, რომლებიც სადაც შედიან, პროცესს შლიან. ადამიანს, რომელსაც შეუძლია, სხვებს ცილი დასწამოს, და ეს ყველას ჩვენს თავზე გვაქვს ნაგემი, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა. ეს ადამიანი მზად არის, ტყუილი თქვას, სხვას რაღაც დააბრალოს, არის ამბიციური და ამ დროს თავადაა კორუფციული, თუმცა ხელს სხვისკენ იშვერს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ თხოვნა მაქვს, ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით გაუშვან და არჩევნებს სწორედ მასთან ერთად შეხვდნენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.