ბექა ოდიშარია - ძლიერი და შთამბეჭდავი მოხსენება ჰქონდა შალვა პაპუაშვილს, ამაყი ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ასეთი ლიდერი ჰყავს
ბექა ოდიშარია - ძლიერი და შთამბეჭდავი მოხსენება ჰქონდა შალვა პაპუაშვილს, ამაყი ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ასეთი ლიდერი ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური მოხსენება შთამბეჭდავი იყო.

ოდიშარიას თქმით, ამაყია, რომ საქართველოს პარლამენტს ასეთი ლიდერი ჰყავს.

„ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავი მოხსენება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს. მართლაც ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ასეთი ლიდერი ჰყავს, რომელსაც უნარი აქვს, ღრმა და ყოვლისმომცველი რეპორტებით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, მისი საუბარი როგორც წარსულზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ერთნაირად საინტერესო იქნებოდა როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ისე საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.