ბექა ოდიშარია - ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, მხარი დაგვეჭირა ზეპარტიული კანდიდატისთვის, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეს წაადგება
ბექა ოდიშარია - ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, მხარი დაგვეჭირა ზეპარტიული კანდიდატისთვის, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეს წაადგება

ჩვენ სურვილი გამოვხატეთ, მხარი დაგვეჭირა ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეს წაადგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ხელვაჩაურში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ოპონენტები სიცრუის მანქანის გამოყენებით ცდილობენ ხალხის მოტყუებას.

„მე მართლაც ადამიანურად მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ჭანჭიკების როლს ასრულებენ ხალხის მოტყუებაში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რა ბრძოლით მოიპოვა 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება. ვამაყობ ამ ადამიანების გვერდში ყოფნით. თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვართ პარლამენტში წარმოდგენილნი.  ჩვენ არ ვთამაშობთ კონსტიტუციით, არ ვთამაშობთ ადამიანებით, საზოგადოებრივი აზრით. მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს,  კახი კალაძეს და რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არაერთხელ გამხდარა ევროპული პრეცედენტის, გნებავთ გადადგომის, პოლიტიკიდან გარიდების და თუ გნებავთ, მობრუნების. ასე იქცევიან ღირსეული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ადამიანები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.