ბექა ოდიშარია - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, პარტნიორობას, მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს
ბექა ოდიშარია - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, პარტნიორობას, მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, პარტნიორობას, მეგობრობას ხელს ვერაფერი და ვერავინ შეუშლის ვერც ერთი ინდივიდი, ვერც ერთი ადამიანი და ვერც პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბქ ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, საქართველო გამოკვეთილად პროდასავლური სახელმწიფოა, ხოლო ამ გზაზე აშშ არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი.

„რაც შეეხება რადიკალური, ოპოზიციური ძალების ქცევას და იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითარდებოდა, ეს კითხვებს ბადებდა და ბადებს ახლაც. ამას ყველაფერს გაეცემა პასუხი. ვფიქრობ, დროის ამბავია, საიდან მოდის, რანაირად მოდის. ჩემი ყოფილი თანაფრაქციელები, მაგრამ ჩვენი მეგობრები, აფიქსირებენ საკუთარ აზრს. აფიქსირებენ იმ აზრს, რომელიც მათ მიაჩნიათ მართებულად. მე რომ ასეთნაირად ვაყენებდე საკითხს და ასეთი რაკურსით მსურდეს საუბარი, მაშინ ვიქნებოდი მათთან ერთად და არა იქ, სადაც ახლა გახლავართ. ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, ხდება ნებისმიერი, მცირე თუ დიდი პარტიის განხილვის საგანი, მით უმეტეს მმართველი გუნდის წიაღში ასეთი ტიპის განცხადებები ყოფილი თანაპარტიელებისგან იქნება ბუნებრივად განხილვის საგანი და ამისგან ნუ შევქმნით ახლა რაღაც მესამე მსოფლიო ომს, რომელიც ისედაც მიმდინარეობს აგერ შუაგულ ევროპაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.