ბექა ნაცვლიშვილი - სწორი გადაწყვეტილებაა იმ პირების გააქტიურება, რომელთაც 2012 წლის გამარჯვება უკავშირდება
ბექა ნაცვლიშვილი - სწორი გადაწყვეტილებაა იმ პირების გააქტიურება, რომელთაც 2012 წლის გამარჯვება უკავშირდება

სწორი გადაწყვეტილებაა პოლიტიკაში იმ პირების გააქტიურება, რომელთაც 2012 წლის გამარჯვება უკავშირდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც გამარჯვება მოიტანეს, გარკვეული თვალსაზრისით მივიწყებული აღმოჩნდნენ.

„სწორი გადაწყვეტილება იმ ადამიანების გააქტიურება პოლიტიკაში, რომელთანაც დაკავშირებულია 2012 წლის გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ პიარული ხრიკი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ადამიანები რომლებმაც თავიანთ მხრებით მოიტანეს ეს გამარჯვება, გარკვეული თვალსაზრისით მივიწყებული აღმოჩნდნენ და დანარჩენი საზოგადოება, რომელიც გამარჯვების შემოქმედი იყო, ვერ ახდენდა იდენტიფიცირებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ ხალხთან“,  – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობს.