ბექა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს
ბექა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მისი მხარდაჭერა ექნება, რადგან ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ პროპორციული წესი ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროცესში.

„აუცილებელი იქნება დაფინანსების წესის შეცვლაც. შეიძლება რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა დადგეს, როგორიც არის არა სახელმწიფო დაფინანსება პარტიებს, არამედ მოქალაქეებმა სურვილისამებრ უზრუნველყონ თავიანთი პარტიების დაფინანსება. მაგალითად, თუ საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტია, იქედან 0,5 პროცენტი იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაზე მიიმართოს, რომელიც მათთვის ყველაზე მისაღებია. ეს გამორიცხავს, რომ ძლიერმა პარტიებმა, რომლებიც ფინანსურად ძლიერები არიან, პოლიტიკურ ველზე დომინირება მოახდინონ, როგორც ახლა ახდენენ. შეიძლება შევზღუდოთ ფიზიკური პირების მიერ გადარიცხული თანხების ოდენობა და დავიყვანოთ 0,5-ზე. ამაზე შეთავაზებას სამუშაო პროცესში გავაკეთებთ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.