ბექა ნაცვლიშვილი - პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიის საშუალება თუ არ გვექნება, არჩევნების გადადებას მოვითხოვთ
ბექა ნაცვლიშვილი - პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიის საშუალება თუ არ გვექნება, არჩევნების გადადებას მოვითხოვთ

თუ გამძაფრდება ვითარება და „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, გააგრძელებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და სხვა პარტიები ამ შესაძლებლობის გარეშე დარჩებიან ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების გადატანას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, მთავრობა საარჩევნო კამპანიას ახლაც ატარებს და არ შეიძლება, ასეთ არათანაბარ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იყოს.

„ჩვენ, ოპოზიციურ ძალებს თუ არ მოგვეცა საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება, მაშინ მოვითხოვთ არჩევნების გადატანას, რადგან ცალ კარში თამაში გამოდის.

აქ მთავარი მიზანია ერთი, რომ პანდემია აღარ გავრცელდეს და მაქსიმალურად იყოს შეკავებული, რადგან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ. ეს არის არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი და აქ ვინც ვსხედვართ, ამ 150 კაცზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანიც. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არჩევნებში თანაბრად მიიღოს ყველამ მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თანაბარი პირობები ჰქონდეს ყველას არჩევნებში მონაწილეობისთვის. ერთი პირობაც უნდა დავიცვათ და მეორეც. აქედან გამომდინარე, თუ გამძაფრდა ვითარება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მოვითხოვთ არჩევნების თარიღი გადატანილი იყოს. მთავრობა ჩანს, რომ მუშაობს და ჩვენ რას ვთავაზობთ, იმის შესაძლებლობა თუ არ გვექნება, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს აზრი არ ექნება. არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზული არგუმენტებით გამოირჩევიან ხოლმე. ამიტომ, მათ არგუმენტებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი