ბექა ნაცვლიშვილი - უმრავლესობის დატოვების შესახებ ჩემი პირობა ძალაშია
ბექა ნაცვლიშვილი - უმრავლესობის დატოვების შესახებ ჩემი პირობა ძალაშია

განცხადება, რომ თუ ჩემ მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმა მხარდაჭერილი არ იქნებოდა, უმრავლესობას დავტოვებდი, ძალაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივა ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს და დაბალშემოსავლიან ადამიანებზე არის ორიენტებული.

„განცხადება, რომ თუ ჩემს მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმა მხარდაჭერილი არ იქნებოდა, უმრავლესობას დავტოვებდი, ძალაშია. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღება შინაარსიდან გამომდინარე და არა პიროვნული თვალსაზრისით, ხოლო ჩემი პროექტი მხარდაჭერას მიიღებს. საპენსიო რეფორმა 2019 წლამდე უნდა გამეტანა, მაგრამ მეორე ტურის გამო, დარეგისტრირება და განხილვა ვერ შევძელი. ეს იყო შემაფერხებელი, რამაც ხელი შეუშალა განხილვას. პროექტი ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, არის დაბალშემოსავლიანებზე ორიენტირებული“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.