ბექა მიქელთაძე - გამიხარდება, რუბინში ქართველებმა ერთად რომ ვითამაშოთ
ბექა მიქელთაძე - გამიხარდება, რუბინში ქართველებმა ერთად რომ ვითამაშოთ
ბექა მიქელთაძემ რუსულ  „სპორტბიზნეს გაზეტასთან“ ინტერვიუში თანაგუნდელ ქართველებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველის ერთად თამაშზე ოცნებობს.
 
„კლუბში კიდევ ორი ​​ქართველი რომ თამაშობს, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის და მათთვისაც ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მათთან ერთად თბილისის „დინამოში“ გამოვდიოდი და შესანიშნავად ვუგებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, მინდორზე ერთად სამივე ჩვენგანი რომ იყოს. მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე არ ხდება. თუმცა, ეს ადაპტაციაში გვეხმარება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ყველაფერი ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია“ – ამბობს ქართველი თავდამსხმელი.
რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის „დინამოსთან“ გავსლით შეხვედრაში ბოლო წუთზე გატანილი გოლით 21 წლის მიქელთაძემ ყაზანის „რუბინს“ გამარჯვება (0:1) და 3 ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ზუკა დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბექა მიქელთაძემ „რუბინთან“ კონტრაქტები ზაფხულში გააფორმეს, ახლა კი მათ „რუსთავიდან“ ნიკა ყიფიანიც შეუერთდა.