ბექა მიქელთაძე - ესპანელებთან მოლაპარაკება ჩაიშალა, რუსები დაინტერესებულები არიან
ბექა მიქელთაძე - ესპანელებთან მოლაპარაკება ჩაიშალა, რუსები დაინტერესებულები არიან

ბექა მიქელთაძე 2017 წელს თბილისის „დინამოს“ ბომბარდირი გახდა – 20 წლის ფორვარდმა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 15 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ „დინამოსა“ და ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ, რაც ფეხბურთელმა დაგვიდასტურა.

„ერთ თვეში „დინამოსთან“ კონტრაქტი დამიმთავრდება და თავისუფალი აგენტი გავხდები. გუნდმა ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზა და ამაზე დავილაპარაკებთ, მაგრამ ჯერ არც ვიცი, დავრჩები თუ არა. „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ხისკო ნოემბერში თბილისში „ხიმნასტიკის“ სპორტულ დირექტორთან ერთად იმყოფებოდა და ამ კლუბში გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ ესპანეთში არ მივდივარ – ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. ახლა დაინტერესებულია მოსკოვის „ლოკომოტივი“, მაგრამ ჯერ ტრანსფერის ამბავი გადასაწყვეტია და ახლა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი“, – ამბობს მიქელთაძე.