ბექა მიქელთაძე - დასამალი არაა, რომ ჩემით „ორენბურგი“ დაინტერესდა
ბექა მიქელთაძე - დასამალი არაა, რომ ჩემით „ორენბურგი“ დაინტერესდა

თბილისის “დინამოდან” წელს “რუსთავში” გადასულმა ბექა მიქელთაძემ შესაძლოა, კლუბი ისევ შეიცვალოს და კარიერა რუსეთში გააგრძელოს.

პირველი არხის ინფორმაციით, “რუსთავისა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის თავდამსხმელით რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებული “ორენბურგი” დაინტერესდა.

„დასამალი არაა, ამ კლუბის ინტერესზე მეც მითხრეს. მაგრამ ბევრი რამაა გასარკვევი – კონტრაქტი “რუსთავთან” მაკავშირებს და ნაადრევად არ მინდა გამოვაცხადო, რომ უკვე გადაწყვეტილია და “ორენბურგში” აუცილებლად გადავალ. ზაფხულის სატრანსფერო “ფანჯარა” რომ გაიხსნება, ყველაფერი ამის შემდეგ მეცოდინება”, – განაცხადა პირველ არხთან მიქელთაძემ.