ბექა ლილუაშვილი - პრინციპულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა, რაც სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის წყაროს წარმოადგენს 
ბექა ლილუაშვილი - პრინციპულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა, რაც სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის წყაროს წარმოადგენს 

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა, რაც სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის წყაროს წარმოადგენს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე პრობლემაა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა.

„პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური გავლენები და ის, თუ როგორ შევამციროთ ეს გავლენები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა, რაც წარმოადგენს სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის წყაროს. მათ შორის გავლენის ჯგუფების მთავარ ინსტრუმენტს. ჩვენ ვითხოვთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი-ორმაგ მესამედს სისტემას. ეს პროექტი უკვე ინიცირებული გვაქვს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ინკლუზიურობას და გამორიცხავს გავლენის ჯგუფების მხრიდან ინსტრუმენტების გამოყენებას. პრობლემაა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.